თეთნულდზე დაკარგული უკრაინელი ალპინისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს 

თეთნულდის დასალაშქრად მესტიაში მყოფი, დაკარგული ორი უკრაინელი ალპინისტიდან  ერთი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველებმა იპოვეს და ფერდობიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, თეთნულდზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები, კიდევ ერთ ტურისტს ეძებენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.

უკრაინელ ალპინისტთა ჯგუფიდან ორი ადამიანი გუშინ დაიკარგა.
​სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი.

მსგავსი თემები