თეა წულუკიანი, სავარაუდოდ, დიპლომატიაში გადაინაცვლებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სავარაუდოდ, დაკავებულ პოზიციას რამდენიმე კვირაში დატოვებს. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის მინისტრობიდან დიპლომატის სავარძელს ჩაიბარებს. საუბარია საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩის, ეკა სირაძე-დელონეს ჩანაცვლებაზე. უფრო სწორედ, ყოფილ ელჩს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და ელჩის პოზიცია ამჯერად ვაკანტურია.

„მედიაცენტრი მთავარი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა, თეა წულუკიანისთვის დიპლომატის მანდატის შესაძლო ჩაბარება არც დაგვიდასტურეს და არც უარყვეს.

„თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში, მას ჰქვია კაკულიების გუნდი, ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი“- ეს განცადება კი თეა წულუკიანმა დღეს, მედიასთან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა მინისტრობიდან გვერდზე გადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა და აღნიშნა, რომ თუ ერთი კონკრეტული საკითხი გაზიარებული არ იქნება, ის გვერდზე გადგებოდა და მინისტრის სავარძელს არც გამოეტირებოდა.

მსგავსი თემები