თეა წულუკიანის განცხადებით, არასამთავრობოები ტყუილში გამოიჭირეს

„ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილი იქნა ტყუილში, საიდან მოდის ეს ტყუილი ჩემთვის, პრინციპში, ალბათ ნათელია“ – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანოზაციების განცხადებას ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვასთან დაკავშირებით.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არასამთავრობოები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა.

„მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრებები, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისგან“. ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, რომ საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რათა ეს ტყუილი გამხდარიყო დამაჯერებელი“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, რადგან ტყული ვერ დადასტურდა, ამჯერად მის ჩასაფარცხადა მიმდინარეობს მუშაობა: „ეს ტყუილი ვერ დადასტურდა, რადგან ტყუილია და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობა, რომ მათი თითქოს წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს. ეს პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, რადგან ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ, რომ გამოძიება გაგრძელდეს, რადგან ტყუილის ფაქტი კიდევ უფრო აშკარა და ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის… მათ ათქმევინეს ტყუილი და როგორც ჩანს, ვიღაცას დასჭირდა, რომ არასამთავრობოებს ეს მეტი დამაჯერებლობისთვის გაეჟღერებინათ“.

 

მსგავსი თემები