თბილისში შხამიანი გველები არ არიან

„თბილისში 15 სახეობის გველი ბინადრობს, დედაქალაქი ისეთი ადგილმდებარეობაა ქვეწარმავლების გავრცელების კუთხით, რომ კარგი ლანდშაპტი და კლიმატური პირობებია” – აღნიშნულის შესახებ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც ჰერპეტოლოგმა “მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, თბილისში გავრცელებული გველები ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

“თბილისში 15 სახეობის გველი ბინადრობს. ამ 15 სახეობიდან თითქმის ყველას ხვდებით გამოძახებისას. სახეობებიდან უმეტესობა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზეა, სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. შხამიანების შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს, მაგრამ მაქსიმუმ 1-2 შემთხვევა“ – განაცხადა შოთა ზანდუკელმა.

ჰერპეტოლოგის განცხადებით, თბილისის ზღვა, ლისის ტბა, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიები, ბუნებრივი არეალიდან გამომდინარე, გველებისთვის აქტიური ზონებია, თუმცა, შხამიანი გველის საშიშროება ამ ტერიტორიებზე არ არსებობს.

მსგავსი თემები