თბილისში, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში კედელი მოიხატება

 

თბილისის ვაკის რაიონში, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში კედელი მოიხატება. სკვერში გაცოცხლდება წარსულის, აწმყოსა და მომავალის, სამი სხვადასხვა დროის ფრაგმენტები.
კედლის მოხატვის პროცესს, თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე, ვაკის რაიონის გამგებელთან ნოდარ ტურძელაძესთან და ამავე რაიონის პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო გოგუაძესთან ერთად დაესწრო.

როგორც”მთავარს” თბილისის საკრებულოში განუცხადეს, ნუცუბიძის III მიკრორაიონში მდებარე სკვერში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, უკვე განახლდა სკამები და ურნები, საბავშვო ატრაქციონების მოედანი, მოეწყო ფიტნეს ზონა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი განთავსდა. ამ დროისთვის ეწყობა სავალი ბილიკები და პანდუსი. სკვერი გამწვანდება და დამონტაჟდება განათების სისტემა.

მათივე ინფორმაციით, ვაკის რაიონში სკვერების აღდგენა-რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სულ 8 სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები, ამ დროისთვის 4 მისამართზე მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები