თბილისში ყველა ავარიული ხიდის გამაგრება იწყება

დედაქალაქის მასშტაბით ავარიული ხიდების რეაბილიტაცია იწყება.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება.

სამუშაოები ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოსახლეობას ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოვლენილია, თბილისში ამ კუთხით მდგომარეობა როგორია.
პირველი ეტაპი ვახუშტის ხიდის იქნება.

„2015 წელს ყველა ხიდს ჩაუტარდა კვლევა. ჩვენ უკვე სრული სურათი გვაქვს, თუ რომელი ხიდის რეაბილიტაცია არის პრიორიტეტული და ამის მიხედვით შესაბამის სამუშაოებს ვახორციელებთ. მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები