თბილისში, სტუდენტმა ჩვილი იპოვა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, სტუდენტმა მიტოვებული ჩვილი იპოვა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი კალათაში იყო მოთავსებული.

ახალშობილი ბიჭი, დაახლოებით ერთ თვემდე ასაკისაა. შსს ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

მსგავსი თემები