თბილისში სტიქიის შედეგები საკმაოდ მძიმეა

11 ივნისის ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა, თბილისი და მისი შემოგარენი სერიოზულად დააზიანა. ​დაიტბორა სახლები, წაქცეულია ხეები, წყალშია ჩარჩენილი ავტომობილები და განადგურებულია ინფორასტრუქტურა.

შესაბამისი სამსახურები სხვადასხვა რაიონში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

სამაშველო სამსახურში 156 გამოძახება დაფიქსირდა. ნუცუბიძის მესამე პლატოზე კი მოვარდნილმა ნალექმა კორპუსი დატბორა და საძირკველი დაუზიანა. შეშინებულმა მოსახლეობამ მთელი ღამე გარეთ გაატარა.

თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ გლდანშიც, სადაც განადგურებულია სოფელ გიორგიწმინდისა და გლდანის დამაკავშირებელი გზა. დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები, მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები. პრობლემები შეიქმნა ე.წ. ახალი გზასთან. თამარაშვილის ქუჩასთან კი ავტომობილები წყალში ჩარჩა.

​წყალი შეუვარდათ და დააზიანა მაღაზიები უნივერსიტეტის გზაზე.

მსგავსი თემები