“თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს” – სეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, უწყება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს. მონიტორინგის შედეგები კი, ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება კონკრეტული მუნიციპალიტეტისა და სხვა უწყების ინფორმირება.

სააგენტო განმარტავს, რომ 2018-2019 წლებში, სასმელი წყლის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა დედაქალაქში აიღეს  სასმელი წყლის 63 სინჯი, რომლის კვლევაც აკრედიტებულ ლაბორატორიაში განხორციელდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

მსგავსი თემები