თბილისში, სამშენებლო მტვრის წარმოქმნაზე კონტროლი მკაცრდება

პარლამენტი თბილისის მერიის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლს ეხება.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს, მათ შორის, ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესს, საშენი მასალის სველი მეთოდით დამუშავებას, მშენებლობებისას შენობის შეფუთვის ვალდებულებას და ა.შ. საერთოდ ახალი მუხლები ჩნდება კანონმდებლობაში.

“გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს მხარდაჭერისთვის, რადგან თბილისის მერის კახი კალაძის ინიციატივა უკვე დაძრეს, როგორც საკანონმდებლო ცვლილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოს სამართლებრივ სისტემაში, მშენებლები ვალდებულნი იქნებიან, მშენებლობის დროს შეფუთონ შენობები, რათა ამტვერება არ იყოს გამოწვეული მშენებარე ობიექტებიდან. ვფიქრობთ, ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მერიის ავტორობით იქნა მომზადებული და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი, საგაზაფხულო სესიაზე უკვე მიღებული იქნება, რისთვისაც მადლობას ვუხდით პარლამენტს,”- განაცხადა მაია ბითაძემ.

მსგავსი თემები