თბილისში, ორსაუკუნოვანი შენობის ადგილას თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდა

თბილისის დიდუბის რაიონში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, 1804 წელს აგებული სრულიად ამორტიზებული ძველი შენობის ადგილას, უახლესი სტანდარტების ახალი, N100-ე სკოლა გაიხსნა. შენობაში განთავსებულია თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები.

​როგორცმედიაცენტრ მთავარს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, სკოლაში 700-მდე მოსწავლეა. თითქმის ორი საუკუნის წინ აგებული საჯარო სკოლის ძველი შენობა სრულიად ატიპიურ ნაგებობას წარმოადგენდა და ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად სკოლის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მოსწავლეთა რაოდენობა შეემცირებინა.

​ახალ შენობას აქვს შეკიდულ-აკუსტიკური ჭერი; ვინილის იატაკი; დამონტაჟებულია BMS სისტემა, რომელიც შენობის უსაფრთხო და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს; სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის განგაშის ღილაკი, სენსორული განათება, ელექტრო ფარი, ჰაერის ხარისხის საკონტროლო აპარატურა, გაზის გაჟონვის სენსორი, სასკოლო კარის დეტექტორი​.

მათივე ინფორმაციით, არაერთი ექსპერტიზის საფუძველზე 2014 წელს განხორციელებული სკოლის დემონტაჟის შემდეგ ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. რისთვისაც ბიუჯეტიდან 5 506 000 ლარი დაიხარჯა.

 

მსგავსი თემები