თბილისში, მიწისზედა გადასასვლელი რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყება

თბილისში საფეხმავლო ხიდების რკინის კონსტრუქციების ნაწილის დემონტაჟი დაიწყება, მათ ნაცვლად კი,  შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები მოეწყობა. დიდი ყურადღება დაეთმობა ზებრა გადასასვლელების მოწესრიგებას.   

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ქვეითებისთვის საფეხმავლო ხიდები არაკომფორტული და არაპრაქტიკულია. არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

“ჩემი თხოვნაა, რომ მსგავსი ხიდების დემონტაჟი ყველა იმ ადგილას განვახორციელოთ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. თბილისის ქუჩები ქვეითებისთვის უსაფრთხო და კომფორტული უნდა გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

​თბილისის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს დაავალა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყონ. თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

მსგავსი თემები