თბილისში, მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

​ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თბილისში, მეტეხის ხიდზე, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 00:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

​როგორცმედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეცვლილი მიმართულებით იქნება შესაძლებელი, კერძოდ, ორთაჭალიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ ვირსალაძის ქუჩიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროსკენ მობრუნდებიან, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

მსგავსი თემები