თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე 35 ძირი მუხა ირგვება

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, მელიქიშვილის გამზირზე, გამხმარი ხე-მცენარეების ადგილას, 35 ძირი, 3 მეტრზე მაღალი მუხის ნერგები ირგვება.

​როგორც “მთავარს” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, გამწვანების აქციის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ნაწილში დაირგო აღმოსავლური ჭადრები, კერძოდ,  100 ძირი – მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილი) – 197 ძირი, ერისთავის ქუჩაზე – 5 ძირი, გურამიშვილი გამზირზე – 16 ძირი, მოსკოვის გამზირსა და ქეთევან წამებულის გამზირზე – 40 ძირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე – 21 ძირი, კოსტავასა და ვარაზის ხევის ქუჩებზე – 6 ძირი, ხოლო წერეთლის გამზირზე – 15 ძირი.

 

მსგავსი თემები