თბილისში მალე თეთრი ტაქსები გამოჩნდება

თბილისის მერიის ტაქსების რეფორმის ფარგლებში, ტაქსის მომსახურებას დედაქალაქში მალე ერთი ფერის, თეთრი ავტომობილები განახორციელებენ. სამკარიან და მარჯვენასაჭიან ავტომობილებს კი ამ სერვისის გაწევა აეკრძალებათ.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცვლილება ძალაში ერთ წელიწადში, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შევა.

„ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები