თბილისში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა წყარო ჯერ დაუდგენელია

“თბილისში დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, მათი ინფიცირების წყარო ჯერ დაუდგენელია.

​„ხუთივე ახალი შემთხვევა თბილისს უკავშირდება და არც ერთი მათგანის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე არ არის დადგენილი. მიმდინარეობს კვლევა და ერთ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ ინფიცირების წყაროს მივაკვლევთ“, – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

მსგავსი თემები