თბილისში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი გაიხსნა

თბილისის დიდუბის რაიონში, ცნობილი ქართველი სპორტსმენის, ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი გაიხსნა. ის დიდუბის გამგეობისა და კომპანია „გალფის“ ერთობლივი პროექტია. მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, განთავსდა საპარკე ინვენტარი და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა.​

​საკალათბურთო მოედანი ზაზა ფაჩულიამ, დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან, „გალფის“ გენერალურ დირექტორ გიორგი დევაძესთან, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ილია წულაიასა და თარაშ შურღაიასთან ერთად გახსნა.

​მოედნის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო.

მისი თქმით, სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და მსგავსი სპორტული ობიექტების არსებობა დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ ეს კონკრეტული ობიექტი მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო, პირველ რიგში, ის არის ზაზა ფაჩულიას სახელობის და პროექტი მისი ძალისხმევით განხორციელდა. მოედანი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და მიხარია, რომ თბილისს ასეთი პროექტი შეემატა“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, პროექტის – „ეთამაშე ზაზას სთრითბოლი“ ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც პროექტის გამარჯვებულებმა და ზაზა ფაჩულიამ ქუჩის კალათბურთი ითამაშეს.

 

მსგავსი თემები