თბილისში, ბეტონის გზაგამყოფები მწვანე სივრცეებით ჩანაცვლდება

თბილისის საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, კოსტავასა და შარტავას რეაბილიტირებულ ქუჩებზე მოწყობილ ახალ გზაგამყოფზე დღეს, გამწვანების სამუშაოები განხორციელდება. მსურველებს შეეძლებათ, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან შეიკრიბონ და სამუშაოებში ჩაერთონ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე, 2 500 ძირი ხე-მცენარე უკვე თბილისშია და ისინი წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ეტაპობრივად დაირგვება. მიმდინარე წლის ბოლომდე 12 000-ზე მეტი ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.

“ჩვენი პოლიტიკაა, რომ ქალაქში არსებული გზაგამყოფები, რომლებიც ძირითადად, ბეტონის იყო, გამწვანებით შევცვალოთ და ბეტონის ნაცვლად, გამწვანებული სივრცეები არსებობდეს:, – აცხადებენ თბილისის მერიაში/

მსგავსი თემები