“თბილისური ვოდევილი”, ლაღიძის ბიუსტის გახსნა, “ხილის ფესტივალი” – ხვალ თბილისობაა

„თბილისობა – 2018“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევში.

ორი დღის განმავლობაში, რიყის პარკში გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი – „შემოდგომის დღესასწაული“, წარმოდგენილი იქნება ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა. 7 ოქტომბერს, ასევე, გაიმართება საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“.

დედაენის ბაღი ამავე დღეებში 12:00-დან 18:00 საათამდე სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება10-ზე მეტი სპორტული სახეობა, მათ შორის, ჭიდაობის ტურნირი, რომლის გამარჯვებულსაც წელს პირველად გადაეცემა გარდამავალი თასი.
დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ, იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა გაიხსნება.

6 ოქტომბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე მეიდანზე გაიმართება „ხილის ფესტივალი“, ამავე დღეს გაიხსნება იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის – ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აბანოთუბანში, 6 და 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი  „გვიდირიჟორე“გაიმართება.სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს, ნებისმიერ მსურველს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ღონისძიებაში, სცენაზე ავიდეს და საკუთარი თავი დირიჟორის ამპლუაში გამოსცადოს.

ლეღვთახევში გაიმართება მხატვრების, ფოტოხელოვანებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ – „ცოცხალი ქანდაკებები“, ცოცხალი მუსიკა – ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით – „მექი დანა და მისი მეგობრები“ და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის  წარმოდგენა – „მეტრონომი“.

6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე შედგება მიუზიკლის – „თბილისური ვოდევილი“ პრემიერა, რომელშიც მონაწილეობენ ქართული სცენის ვარსკვლავები. სცენაზე მულტიკულტურულ თბილისს წარმოადგენენ.

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და ქართული ხმების კონცერტი გაიმართება.

19:30-ზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე წარდგება ყველა ის მომღერალი, რომელიც გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს სიმღერებს.

ღონისძიებების პროგრამა: 

6 ოქტომბერი – რიყის პარკი

? გასტრონომიული ფესტივალი – 12:00 – 20:00
? ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ – 13:00 – 20:00
? საბავშვო გასართობი პროგრამა – 11:00 – 19:00
? კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით -14:00 – 18:00
? რარიტეტული მანქანების გამოფენა – 12:00 – 18:00

ლეღვთახევი

? მხატვრების, ფოტოხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – 13:00 – 17:00
? საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა -13:00 – 17:00
? ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი – 14:00-17:00
? პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ – 14:00 – 17:00
? პროექტი „გვიდირიჟორე“ – 15:00 -17:00
? ცოცხალი მუსიკა – ბენდი killages -18:00 – 19:00
? გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა – „მეტრონომი“ – 20:00 – 21:00

დედაენის ბაღი
12:00 – 18:00 – სპორტული და გასართობი ღონისძიებები

? ტურნირი ქართულ ჭიდაობაში – თბილისის ფალავნის გათამაშება
? ტურნირები ნარდში
? მხატვრული ტანვარჯიში – საჩვენებელი გამოსვლა;
? აკრობატიკა – საჩვენებელი გამოსვლა;
? შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
? ბატუტი – საჩვენებელი გამოსვლა;
? ბოჩა (შშმ პირებისთვის)
? ტურნირი მინი გოლფში
? შეჯიბრი მკლავჭიდში
? მაგიდის ჩოგბურთი
? ძალოსნობა – საჩვენებელი გამოსვლა

14:00 – დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩის გახსნა

20:00 – ევროპის მოედანი. მიუზიკლი – „თბილისური ვოდევილი“ – პრემიერა –

7 ოქტომბერი – რიყის პარკი

? გასტრონომიული ფესტივალი – 12:00 – 20:00
? ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ – 13:00 -20:00
? საბავშვო გასართობი პროგრამა – 11:00 – 19:00
? საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“ – 14:00-15:00
? კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით – 14:00 18:00
? რარიტეტული მანქანების გამოფენა – 12:00 – 18:00

14:00 – ბარათაშვილის ქუჩა. კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი.

ლეღვთახევი

? მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – 13:00 – 17:00
? საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა – 13:00 – 17:00
? ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი – 14:00 -17:00
? პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ – 14:00 – 17:00
? ცოცხალი მუსიკა – დაუვიწყარი კონცერტი – ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით – „მექი დანა და მისი მეგობრები“ – 16:00 – 18:00
? პროექტი „გვიდირიჟორე“ – 19:00 – 21:00
? გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა – „მეტრონომი“ – 21:00 – 22:00

12:00 – 19:00  – მეიდანი (სიონის სკვერთან) “ხილის ფესტივალი”

დედაენის ბაღი
12:00 – 18:00 – სპორტული და გასართობი ღონისძიებები

? ტურნირი ქართულ ჭიდაობაში – თბილისის ფალავნის გათამაშება
? ტურნირები ნარდში
? მხატვრული ტანვარჯიში – საჩვენებელი გამოსვლა;
? აკრობატიკა – საჩვენებელი გამოსვლა;
? შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
? ბატუტი – საჩვენებელი გამოსვლა;
? ბოჩა (შშმ პირებისთვის)
? ტურნირი მინი გოლფში
? შეჯიბრი მკლავჭიდში
? მაგიდის ჩოგბურთი
? ძალოსნობა – საჩვენებელი გამოსვლა
? კარატე – საჩვენებელი თამაშები

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი
19:30 -საპატიო თბილისელის დაჯილდოება და გალა კონცერტი – „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე

მსგავსი თემები