თბილისს ორი ახალი სკვერი შეემატა 

თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში ორი ახალი სკვერი მოეწყო. კერძოდ, IV მიკრორაიონის 24-ე და 36-ე კორპუსებთან განთავსდა საბავშვო მოედნები, ფანჩატურები, დაიდგა სკამები და სანაგვე ურნები. 36-ე კორპუსთან მოეწყო წყარო. ორივე სკვერში გარე განათების ბოძები დამონტაჟდა, დაირგო სხვადასხვა ბუჩქოვანი მცენარეები და ვერცხლისფერი ნაძვები.

ახალ სკვერებში ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.

„განვაახლეთ ტერიტორიაზე არსებული ამფითეატრი, აქ განთავსდა საბავშვო სივრცე, დაიდგა სკამები, დაირგო ბუჩქოვანი მცენარეები და ვერცხლისფერი ნაძვები. ორივე სკვერი, რომელიც ადგილობრივებთან შეთანხმებით და კონსულტაციებით ეწყობოდა, ძალიან ლამაზი გამოვიდა“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, წლის ბოლომდე შიდა ეზოებში არსებული კიდევ 15 სკვერის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა იგეგმება.

მსგავსი თემები