თბილისს თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა

თბილისის საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის N166-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო. სკვერში გაკეთდა საბავშვო-გასართობი მოედანი, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. დაიდგა საბაღე ფურნიტურა, მოეწყო ფიტნეს ზონა და გარე განათების სისტემა.

როგორც “მედიაცენტრ მთვარს” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სკვერში 80-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო.
აღნიშნულ მისამართზე ასევე, სპორტული მოედანი მოეწყო.

მათივე ინფორმაციით, სკვერის მოწყობის სამუშაოებითვის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 630 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია „ჯეო პარკმა“ განახორციელა.

მსგავსი თემები