თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელეს

იუნესკო-მ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა. შესაბამისი გადაწყვეტილება შვეიცარიაში მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. პროგრამის სლოგანია – „და შენი შემდეგი წიგნი არის..?“.

პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ფართომასშტაბურ აქტივობას. პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა ბიბლიოთეკები, გაიმართება წიგნების ფესტივალი ბავშვებისთვის, წარმოდგენილი იქნება ციფრული პროექტები წიგნების თამაშებად გადასაქცევად და საქართველოს პირველი გამომცემლობის აღსადგენად.

ღონისძიებების მთავარი მიზანია, კითხვის პოპულარიზაცია და ყველა სოციალური ფენისთვის წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მსოფლიო წიგნის დედაქალაქის წოდებას იუნესკო 2001 წლიდან ანიჭებს.

მსგავსი თემები