თბილისი საფესტივალო ქალაქი გახდება

თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქში ღია სცენებისა და სააფიშე სივრცეების მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ მან კულტურის მიმარტულები განხორციელებული პროეტების პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, წიგნის საერთასორისო ფესტივალზე თბილისის მერია სპეციალური სტენდით წარსდგება. მისი განმარტებით ამ სტენდზე გამოიფინება თბილისის მერიის მხარდაჭერით სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები. ეს იქნება ამ წიგნის ავტორთა პოლპულარიზაცია.

იგეგმება თბილისის ისტორიეული ცენტრიa, მტკვრის ჭალის გადაიქცეს თანამედროვე ხელოვნების ახალ პლატფორმად. დაგეგმილია ასევე ინოვაციური პროექტის,  PUBLIC ART – ისა და ისტორიული ინსტალაციის „სიზმრის“ განხორციელება.

“თბილისის მერიის ინიციატივით, წელიწადში ორჯერ გამოცხადდება კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“, რომლის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა, ვიზუალური ხელოვნება – ფოტოგრაფია, თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა, ინსტალაციები, მხატვრობა და ქუჩის მხატვრობა,” -აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, მომავალ წელს თბილისს ექნება კულტურის დოკუმენტი თავისი სამოქმედო გეგმით.

კულტურის პოლიტიკის პრეზენტაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები