თბილისის მერიის ავტოპარკის 42 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩამოწერენ

თბილისის მერიის კუთვნილ 42 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ავტოპარკიდან ამოიღებენ.

​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტი მათ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით ჩაანაცვლებს.

მისივე თქმით, ქალაქში ეკოლოგიის თვალსაზრისით პრობლემებს მსუბუქი ავტომობილებიც ქმნიან, კერძოდ, თბილისში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რომელთაგან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია.

“მგონია, რომ ტექდათვალიერება, რომელიც დაიწყო და პირველი იანვრიდან კერძო ავტომობილების მფლობელებისთვისაც სავალდებულო გახდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მხოლოდ ყვითელი ავტობუსები ქმნიან ქალაქში ეკოლოგიურ პრობლემებს და აცხადებს, რომ ყვითელი ავტობუსები პრობლემის ნაწილია, რადგან გაუმართავი მსუბუქი ავტობილებიც არანაკლებ აბინძურებენ გარემოს.

მსგავსი თემები