თბილისში ტაქსებს უფასო საპარკინგე ადგილები ექნებათ  

თბილისში ლიცენზიის მქონე ტაქსები გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებენ,  ერძოდ, დედაქალაქში მათთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის. მათ საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება, ხოლო შემოსული თანხა მათი პირადი საკუთრება იქნება. გარდა ამისა, უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, ხოლო დაზიანების, ან გატეხვის შემთხვევაში, ხელმეორედ შეძენა თავად მოუწევთ.

პირველი ოქტომბრიდან, თბილისში, ტაქსის მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე შეიზღუდება და მსგავს ფაქტებს დედაქალაქის მერიის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ტაქსების რეგისტრაცია გრძელდება და ამ ეტაპზე, უკვე 6200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, ლიცენზიის გარეშე მომუშავე ტაქსის მფლობელები 200 ლარით დაჯარიმდებიან.

„მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება – ჯარიმა200 ლარს შედგენს. ნებართვის ერთი წლის საფასური ჩვეულებრივი, შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება, ჰიბრიდებისთვის – 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის – უფასო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები