თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლის მგზავრები დანიშნულების ადგილამდე სხვა მატარებლით გაამგზავრეს

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი, რომელიც  დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სადგურზე იყო გაჩერებული, რამდენიმე წუთის წინ სადგურიდან ცარიელი გავიდა.

მგზავრები, რომლებიც თბილისიდან ბათუმში მიემგზავრებოდნენ, დანიშნულების ადგილამდე სხვა მატარებლით გაამგზავრეს. 

პანიკა ბორტზე ჩინეთის მოქალაქეების გამოჩენას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, რის შემდეგაც, მგზავრებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო ბრიგადები გამოიძახეს.

https://mcm.ge/ჩინეთის-მოქალაქეების-გამ/

მსგავსი თემები