თბილისში ახალი ესტაკადა გაიხსნა – რა ხარვეზზე უთითებენ მოქალაქეები

თბილისის საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი ესტაკადის მშენებლობა დასრულდა, ახალაშენებული სატრანსპორტო კვანძი დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა.

როგორც მერი აცხადებს, ესტაკადაზე მოეწყო ტექნიკური ტროტუარი, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა LED სანათებით, სკვერი და ესტაკადიდან სკვერში ჩასასვლელი ლითონის კიბე. გარდა ამისა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება დღეიდან ავტომობილით  ყოველგვარი საცობების გარეშე იქნება შესაძლებელი.

ახალი ესტაკადის გახსნას უკვე მოჰყვა კომენტარი მოსახლეობის მხრიდან, ისინი ძირითადად ინტერესდებიან, როგორ უნდა გადაკვეთონ ქვეითებმა ეს მონაკვეთი, რამდენი მეტრი უნდა გაიარონ ზევით ან ქვევით და რა ფორმით უნდა შემოუარონ “ბეტონის ჯუნგლებს” რომ იპოდრომზე მოხვდნენ და პირიქით.

“მერია ერთ მხარეს ქმნის ქვეითებისთვის მეგობრულ ინფრასქტრუქტურას, მეორე მხარეს კი უარესს შვრება”, – აცხადებენ მოქალაქეები.

პროექტის სასარგებლობდ უნდა ითხვას, გზაგამყოფებზე მოწყობილია მწვანე სივრცე, სადაც  400-მდე ხე-მცენარე დაირგო. პროექტის ფარგლებში გაკეთდა პატარა სკვერი და ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, ისარგებლონ ამ გამწვანებული სივრცით.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც 165-მეტრიანი სატრანსპორტო კვანძი არა იმპორტირებული, არამედ ადგილობრივად  დამზადებული ელემენტებით აშენდა. ხიდი უკვე გამოიცადა დინამიურ 200-ტონიან დატვირთვაზე, რაც წარმატებით დასრულდა.

სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელსაც თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ” კონსთრაქშენ სერვისი” აწარმოებდა, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 968 933 ლარი დაიხარჯა.

 

 

მსგავსი თემები