თბილისის 6 მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღები შენდება

2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება. საბავშო ბაღები, გლდანის მეექვსე და მერვე მიკრორაიონებში, დიღმის მასივში,  ფონიჭალაში, ისანში და ნავთლუღის ქუჩებზე აშენდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიარულს დამატებით, 1 500-მდე ბავშვი შეძლებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახლადაშენებულ საბავშვო ბაღებიში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ. ამასთან, შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

„2019 წლის შემოდგომიდან (ოქტომბრიდან) დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება. როგორც იცით, ჩვენ ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავაანონსეთ. ხუთი უკვე მშენებლობის პროცესშია, უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება,”- განაცხადა კახა კალაძემ.

ბაღების მშენებლობის ბიუჯეტი დაახლოებით, 11 მლნ ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები