„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს 

თბილისის ვაკის პარკში 22 ივლისს, 21:00 საათზე, დედაქალაქის მერიის პროექტის – “თბილისის ცის ქვეშ”, მსმენელის წინაშე 140-წლიანი ისტორიის მქონე, ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი – „სვეელინკ ორკესტრი“ წარსდგება. ორკესტრი 100-მდე სტუდენტს აერთიანებს.

ორკესტრი რიხარდ ვაგნერის „ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშეს“ და რამდენიმე ქართულ ნაწარმოებს შეასრულებს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე“ერთ-ერთ უკიდურესად რთულ და ინსტრუმენტული გადაწყვეტის მხრივ პროგრესულ ნაწარმოებადაა მიჩნეული. ამიტომ, ორკესტრში ჩართულია 30 შემსრულებელი და გამოყენებულია ვაგნერის პერიოდისთვის ახალი ინსტრუმენტები, როგორიცაა ვაგნერის ტუბა, ბასის საყვირი და ორმაგი ბასის ტრომბონი.

​თბილისის შემდეგ, ორკესტრი ქუთაისსა და ბათუმს ეწვევა.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი თემები