თბილისის ტურისტულ ზონებში ხმაურის კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება

თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, ტურისტულ ზონებში ხმაურის კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრება დაევალა. კანონმდებლობაში შესული გარკვეული ცვლილებების საფუძველზე, ხმაური რეგულირდება. მისი კონტროლი კი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა.

თბილისის მერის შეფასებით, ხმაურის თვალსაზრისით დედაქალაქში სერიოზული პრობლემებია. კრიტიკული მდგომარეობაა ტურისტულ არეალებში, განსაკუთრებით შეწუხებულია კალაუბნის მოსახლეობა, ასევე, სერიოზულად ზარალდება ამ უბნებში განთავსებული სასტუმროები.

მისივე თქმით, Google -ს რუკაზე უკვე გაჩნდა წითლად აღნიშნული არეალები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თბილისში, კონკრეტულ ადგილებში დარჩენა არ არის რეკომენდებული.

“გამოდგმული აქვთ დინამიკები გარეთ, ცდილობენ ერთმანეთის გადაფარვას და სრული ქაოსია. მსგავსი დამოკიდებულება არც ერთ განვითარებულ ქალაქში არ არის. ამიტომ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, ეს ყველაფერი მოწესრიგდეს, დარეგულირდეს და კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები