თბილისის ტრაგედიის გამო, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი გადაიდო 

თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოზურგეთში დაგეგმილი კონცერტი, რომელიც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად უნდა გამართულიყო, გადაიდო.

კონცერტის გადადების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სამძიმარს უცხადებენ, ზემო ფონიჭალაში ტრაგიკული შემთხვევის გამო დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

როგორც კრიზისების მართვის ცენტრის უფროსი შალვა ხუციშვილი აცხადებს, სამაშველო ღონისძიებები ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა. აფეთქების შედეგად, რომელიც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, დაზიანდა მზიდი კედლები, რამდენიმე სართული ჩანგრეული და ფილები ჩაცვენილი იყო. მაშველები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ.

“ღონისძიებების შედეგად, ნაპოვნია დედა და შვილი, ორივე გარდაცვლილი. ცხედრები გადასვენებულია პროზექტურაში. მინდა, რომ ოჯახს მივუსამძიმრო”, – აცხადებს შალვა ხუციშვილი.

თბილისის მერიამ, ზემო ფონიჭალაში, N23 საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართები უკვე მოიძია. ისინი დღესვე დაბინავდებიან.

ზემო ფონიჭალაში დღეს დილი, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქებას ნგრევა მოჰყვა, არის მსხვერპლი. დაშავებულები სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში განაგრძობენ მკურნალობას.

მსგავსი თემები