თბილისის სატელევიზიო ანძა KOKO architects-ის დიზაინით გადაკეთდება

თბილისში, სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი და გადმოსახედი ტერასა მოეწყობა.
ანძის დიზაინი და კონცეფცია, ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექსტმა“ შეიმუშავა, რის შემდეგაც კულტურის საბჭოზე ორი ვარიანტი შეირჩა. მოდერნიზების პარალელურად, თბილისის სატელევიზიო ანძის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა პროექტი ტურიზმის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს, რადგან წლიურად ანძა 300 000 ადამიანს უმასპინძლებს და დამატებით 40 სამუშაო ადგილებს შექმნის.

„აღსანიშნავია, რომ ანძას ძალიან დიდი ხანია, სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, ამიტომ, სრული რეაბილიტაციაც სჭირდება. პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ეფექტურია ტურიზმის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ობიექტზე, რომელიც 75 მეტრის სიმაღლეზე და ორდონიან კონსტრუქციას მოიცავს, მუდმივად 40 ადამიანი იქნება დასაქმებული. ობიექტის პირველ დონეზე 250 ადგილით პანორამული რესტორანი განთავსდება, ხოლო მეორე დონეზე ღია პანორამული გადასახედი პლატფორმა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტის განსახორციელებლად 10 მილიონი ევროა განსაზღვრული.

მსგავსი თემები