თბილისის საკრებულოში მრავალშვილიანი დედების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოში მრავალშვილიანი დედების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალშვილიანი დედების მიერ შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარები, სამკაულები და ნამუშევრები.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ქალთა დღესასწაულები მიულოცეს როგორც გამოფენის მონაწილეებს, ისე მოწვეულ სტუმრებს.

,,მე თავად მრავალშვილიან ოჯახში აღვიზარდე და ზუსტად ვიცი, რამხელა ძალისხმევა სჭირდებათ მშობლებს. მიხარია, რომ თქვენი სახით არსებობენ ასეთი ძლიერი ადამიანები, რომ ოჯახთან ერთად  დრო შემოქმედებას, საკუთარ სულიერ განვითარებას დაუთმონ,“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გამოფენის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

მსგავსი თემები