თბილისის საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დაასრულეს

თბილისში მოქმედი საზაფხულო ბაღები დღეს დაიხურა. 2-დან 31 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქის მასშტაბით, 40 საჯარო ბაგა-ბაღი საზაფხულო ბაღების პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებდა, ხოლო  მომსახურება 13 000-მა აღსაზრდელმა მიიღო.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სტანდარტული სწავლებისგან განსხვავებით, საზაფხულო ბაღების პროგრამა, ძირითადად, გასართობი ღონისძიებებით იყო დატვირთული – იმართებოდა მრავალფეროვანი აქტივობები: სპორტული თამაშები, მხიარული სტარტები, კონცერტები და სპექტაკლები. პროექტი პატარებისთვის მუსიკალურ-გასართობი ღონისძიებებით დასრულდა.

საზაფხულო ბაღები თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივი სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ბაღების მომსახურების მიწოდებას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ივლისის თვეში ვერ ახერხებენ ქალაქიდან გასვლას.

 

 

 

 

მსგავსი თემები