თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებს მალე ქალი მძღოლები ეყოლება  

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს. სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებას ავტოსკოლა დაფარავს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

მათივე ინფორმაციით, სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება.

სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა განაცხადი 2018 წლის 21 სექტემბერამდე უნდა წარადგინონ.

დამატებითი ინფორმაცია ვებგვერდზე: www.ttc.com.ge

მსგავსი თემები