თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 200 წლოვანი შენობის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 200 წლოვან შენობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. დედაქალაქის მერიამ საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა, რომელიც 10 თებერვალს დასრულდება. პროექტი ღირებულება 599 000 ლარია.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საკონკურსო პროექტებს ეტაპობრივად მიიღებენ, რათა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელსვე დაიწყოს. პირველ რიგში აქცენტი გაკეთდება სასახლის ფასადის აღდგენაზე, შენობის შიგნით ჩატარდება გამაგრებითი სამუშაოები. 

კალაძის შეფასებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობა არის ძეგლი და მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციაო სამუშაოები მაქსიმალური სიფრთხილით ჩატარდეს, რათა სასახლე კიდევ მრავალი ათეული წლის განმავლობაშ მოემსახუროს მომავალ თაობებს. 

“ეს არის 200 წლოვანი შენობა, თბილისის ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობა. გასულ საუკუნეში მან ბევრჯერ შეიცვალა იერსახე, თუმცა ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია და როგორი დატვირთვა აქვს ამ შენობას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მის თავზე აღიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა. ამ შენობას დღეს საუკეთესო ფუნქცია აქვს, ემსახურება ბავშვებს და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება, თუ ჩვენ მას სათანადოდ ვუპატრონებთ და მოვუვლით. ამის განწყობა გვაქვს, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ​შენობა დღეს მძიმე მდგომარეობაშია”, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი თემები