თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია

დაახლოებით, ნახევარსაათიანი შეფერხების შემდეგ, მეტროსადგურის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა.

შეფერხება ე.წ. შპალის დაწვამ გამოიწვია, რასაც მეტროსადგურში დაკვამლიანება მოჰყვა. 

დაკვამლიანების დროს მოხდა ელექტროძაბვის გათიშვა უსაფრთხოების მიზნით და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

მსგავსი თემები