თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვას კახა კალაძე შანტაჟს უწოდებს (ვიდეო) 

მეტროს მემანქანეების გაფიცვის პერიოდში დედაქალაქის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

თბილისის მერი კახა კალაძე, შანტაჟს უწოდებს დედაქალაქის მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვას, რის გამოც მოქალაქეებს დილიდან გადაადგილების პრობლემა შეექმნათ და აცხადებს, რომ ​გაფიცვის პერიოდში დედაქალაქის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

​კახა კალაძე ​მემანქანეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და არ დაუშვან რომ მათმა გაუაზრებელმა ქმედებამ ქალაქის მოსახლეობა დააზარალოს.

როგორც თბილისის მერმა დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მეტროპოლიტენის მემანქანეთა არსებული ხელფასები და სხვადასხვა დანამატები გაცილებით მეტია პედაგოგის, პატრულის, სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და მაშველების ხელფასზე და 1400 -დან 1800 ლარს შეადგენს.

კალაძის თქმით, მეტროს მომენქანეების მოთხოვნის თანახმად მათი სახელფასო სარგოს 45%-იანი ზრდა ავტომატურად ნიშნავს მეტროთი მგზავრობის საფასურის გაძვირებას, რასაც იგი არ დაუშვებს.

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა ხელფასებზეა საუბარი, რომელიც მეტია სასწრაფოს ბრიგადის, პატრულის, პედაგოგის, მაშველის ხელფასებზე. საკუთარი შრომითი უფლებების დამცველები მიგვითითებდნენ, რომ მეტროს საფასურის ზრდის ხარჯზე 45%-ით გაგვეზარდა მათი ხელფასები. ეს ჩვენთვის მიუღებელია, არ დავუშვებთ ეს მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური სუბსიდირების შეწყვეტის ხარჯზე.
​მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45 % -იანი ზრდა ავტომატურად ნიშნავს მეტროს მგზავრობის საფასურის გაძვირებას. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 24 000-ზე მეტი თანამშრომელი და დედაქალაქში მცხოვრები მილიონ ნახევარი მოსახლის წინაშე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ დავუშვებ, თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს გაურკვეველი შანტაჟისა და სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო. ის, რომ თბილისის მეტროსადგურები არ მუშაობს არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ”, – აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა 4 ივნისის გაფიცვა რამდენიმე დღით ადრე დააანონსეს. ისინი ამჟამად აქციას გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მართავენ და აცხადებენ, რომ გაფიცვა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება, მემანქანეების ნაწილი შიმშილობას განაგრძობს.

სატრანსპორტო კომპანიამ მემანქანეებს გუშინ, ​გაფიცვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ გაფიცვის შემთხვევაში მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებდა.

31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აკერძალათ.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

თბილისის მერის საგანგებო ბრიფინგი – თბილისის მეტროპოლიტენი არ მუშაობს

?თბილისის მერის საგანგებო ბრიფინგი – თბილისის მეტროპოლიტენი არ მუშაობს?მე, როგორც თბილისის მერი არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური ჯგუფების სუფსიდირების შემცირების ხარჯზე – კახა კალაძეთბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე#თბილისისმეტრო #გაფიცვა #მემანქანეები#საქმიანიდილა #ბიზნესმედია #საქმიანები #BMG?

Posted by BMG on 2018 წლის 3 ივნისი, კვირა

მსგავსი თემები