თბილისის მერმა სამტრედიელებს ძველით-ახალ წელს დღესასწაული მოუწყო

თბილისის მერი კახი კალაძე, ძველით-ახალ წელს მშობლიურ ქალაქ სამტრედიას ეწვია და სამტრედიელებს დღესასწაული მოუწყო. კალაძის საშობაო საჩუქარი ამჯერად, ჯიხაიშელი დავით კოხრეიძის მრავალშვილიან ოჯახს ერგო. ოთხ მცირეწლოვანს ამიერიდან საკუთარი ჭერი ექნება. სოციალურად დაიცველი ოჯახისთვის, სადაც მალე მეხუთე ბავშვი დაიბადება, კახა კალაძემ სახლი შეიძინა.

“საახალწლო დღეები სასწაულების გარეშე ნამდვილად არ არსებობს და დღევანდელი დღის კულმინაცია ჯიხაიშელი დავით კოხრეიძის მრავალშვილიანი ოჯახისთვის შეძენილი სახლი იყო. კახი კალაძის საშობაო საჩუქარი ამჯერად 4 მცირეწლოვანს ერგო, რომლებსაც ამიერიდან საკუთარი ჭერი ექნებათ”, – იტყობინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან მრავალი წელი უსახლკაროდ ვცხოვრობდით და მეზობლებს ვაფარებდით თავს. ახლა კი ბატონმა კახამ სასწაული მოახდინა, ჩემი შვილებისთვის სახლი იყიდა და ჩვენ ჭერი გვექნება. დიდი მადლობა მას ასეთი საჩუქრისთვის!“, – განაცხადა ინგა კოხრეიძემ.

კახა კალაძის დაფინანსებით სამტრედიაში საახალწლო კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ცნობილი ჰიტებით წარსდგნენ: ჯგუფი ,,მეტეხი“, სოფო ბედია, ლაშა ღლონტი, ნინი ქარსელაძე და ჯგუფი ,,ბანი“ .

კონცერტის პარალელურად გაიმართა სამტრედიელ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა. საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა ,,ტორტიკომ“ რომლის მაგიდას სამტრედიის გერბით დამშვენებული ტორტი ალამაზებდა. უკვე ცნობილი ალკოჰოლური სასმელები წარმოადგინა გიორგი ადამიამ. ხელით ნაკეთობები და ხალხური რეწვის ნამუშევრები ქონდათ გამოფენილი ანა კიზივაძეს და ლევან პაიჭაძეს. მოქალაქეებს საშუალება მიეცათ აღნიშნული პროდუქცია ადგილზე შეეძიათ.

ღონისძიებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ესწრებოდნენ სტუმრები გუბერნიიდან.

მსგავსი თემები