თბილისის მერის განცხადებას ავრცელებს

“თბილისის მერია სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, მაქსიმალურად ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას, მაქსიმალურად ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს” -ამის შესახებ თბილის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მერია მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

“კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დარგის სპეციალისტების, ექპერტების რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. დარჩით სახლში. არ გამოხვიდეთ, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს.

დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გვქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც იქნა მოწონებული და პრემიერის დავალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავფრცელდება. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.

დღეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს, თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის იჯარის გადასახადისგან. ამ შეღავათის ფორმალიზების მიზნით, ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება. თუ ჩვენ დამატებით ვიქნებით ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ეს შეღავათები გავრცელდება მომდევნო თვეების განმავლობაში.  

აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებულია, ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც, თუ მას იჯარით აღებული ქონება ქვეიჯარით აქვს გაცემული. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აქვთ ქონება აღებული მოიჯარეებისგან და შემდეგ ის კიდევ სხვა ადამიანებზე აქირავებს. ეს გადაწყევტილება ამ ადამიანებსაც უნდა შეეხოს. შესაბამისად, თუ კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება. აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად, 600 მოიჯარე მეწარმეზე ბევრად მეტი  პირი ისარგებლებს.” – ნათვაქმია განცხადებაში.

მსგავსი თემები