თბილისის ისტორიული ძეგლებიდან სააგიტაციო მასალა მოიხსნება, ხელახლა გაკვრა იკრძალება

თბილისის მერმა შპს “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელს კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის  იმ შენობა-ნაგებობებიდან დაუყოვნებლივ ჩამოხსნა დაავალა, რომელზეც მათი გაკვრა ნებადართული არაა. კერძოდ, ასეთი ადგილებია ისტორიულ ძეგლები, მეტროსადგურების ჩასასვლელები და სხვა.

​როგორც
 კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც სააგიტაციო მასალების გაკვრა ნებადართული არ არის, ხოლო მსგავსი ადგილების დასუფთავება და მოწესრიგება დღესვე უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, დედაქალაქის ისტორიულ შენობებსა და მეტროსადგურების ჩასასვლელებში გაკრული საარჩევნო პლაკატები ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის და კატეგორიულად მიუღებელია.

„მესმის, რომ არის არჩევნები, მაგრამ გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება, საარჩევნო პლაკატები განათავსონ და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც ქალაქისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალების ამსახველი ფოტომასალაც წარუდგინა.

 

მსგავსი თემები