თბილისის ინფექციური საავადმყოფო ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა

“კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ორივე შემოტანილი შემთხვევაა.

„ასევე ორმა დატოვა ჩვენი ცენტრი და სულ კვლავ 38 პაციენტი მკურნალობს. ჩვენი ცენტრის სპექტრი სიმძიმის მიხედვით არ შეცვლილა, ჯერჯერობით კვლავ ორი მძიმე პაციენტი გვყავს, დამატებით პროგრესირება არ ხდება. სტაბილურია უკვე სიტუაცია, ალბათ რამდენიმე დღეში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პროგნოზულად კეთილსაიმედო იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები