თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა.

როგორც მარეხი ბექაიამ აღნიშნა, კლინიკაში ამჟამად 41 პაციენტი იმყოფება.

„გუშინ 32 პაციენტზე კვლევა იყო გაგზავნილი. 30 უარყოფითი პასუხია მიღებული. ორი პაციენტის კვლევა ჯერ გრძელდება. გაწერილია 20 პაციენტი და 20 ახალი პაციენტია მიღებული. ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. მძიმე პაციენტები არ გვყავს. დარჩენილი 10 პაციენტია გასაწერი, ვისი პასუხიც უკვე მოსულია. ორი პაციენტის კვლევაც, რომ დასრულდება, ის ორიც გაიწერება“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

მსგავსი თემები