თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ამ დროისთვის უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

“24 პაციენტის პასუხი მივიღეთ, ერთი კვლევა გრძელდება. ამ 24 პაციენტიდან, ერთთან მოვიდა კოვიდ დადებითი, პაციენტი უკვე გადაყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. პაციენტი იმყოფებოდა თვითიზილაციაში,” – აცხადებენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში

მსგავსი თემები