თბილისის ექსმერი ივანე ზოდელავა, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისის ყოფილი მერი ივანე ზოდელავა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2017 წლის 21 ივლისს მძიმედ დაშავდა და წლების განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო.  მან თავის მძიმე ტრამვა მიიღო და გარდაცვალებამდე თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.]

​როგორც ზოდელავას უახლოესი მეგობრის, ზაზა შენგელიას ინფორმაციით, თბილისის ყოფილი მერი აზერბაიჯანის საზღვრიდან ტაქსით, თბილისისკენ მოდიოდა, როცა ქვემო ფონიჭალაში ავტოკატასტროფაში მოყვა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე.

ზაზა შენგელასიას მოსაზრებით, მაშინ ივანე ზოდელავა მარჯვენასაჭიან ტაქსიში რომ არ მჯდარიყო, შესაძლოა გადარჩენილიყო. იმ ავტომობილის მძღოლმა მაშინ, სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ივანე ზოდელავა 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი, ხოლო 1998-2004 წლებში თბილისის მერი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის, დედაქალაქის რიგით VI მერი იყო.

მსგავსი თემები