თბილისის გზებზე სიჩქარის გადაჭარბებაზე სექციური კონტროლი განხორციელდება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, თბილისში, ჭკვიანი ვიდეოკამერების მონტაჟი გრძელდება. კონტროლის სექციას კიდევ 8 ახალი სექცია ანუ სულ 16 კამერა დაემატა. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შს სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, საქართველოს მასშტაბით უკვე 2204 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს. 829 ნომრის ამომცნობი და 1375 ზოგადი ხედვის კამერა. საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციებით გადაფარულია 432 კმ გზის მონაკვეთი.  

მათივე განმარტებით, სიჩქარის სექციური კონტროლის არეში მძღოლს დაშვებული სიჩქარის მხოლოდ 15 კმ/სთ-ით გადაჭარბება შეუძლია. უფრო მეტის დაფიქსირების შემთხვევაში ის დაჯარიმდება. ჭკვიანი კამერის აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშანი განთავსებულია, როგორც სექციის დასაწყისში, ისე, მის ბოლოს. 

“A წერიტილიდან B წერტილამდე მძღოლმა თუ გადააჭარბა დასაშვებ სიჩქარეს ის დაჯარიმდება.  სექციურ ზოლში მძღოლს შეუძლია მაქსიმუმ 85 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაოს. ხოლო თუ ის დაშვებულ სიჩქარეს გადააჭარბებს, სატრანსპორტო საშუალება ავტომატურად დაჯარიმდება. ​ჭკვიანი კამერების არსი ის არის, რომ ის A წერტილიდან B წერტილამდე სიჩქარეს და დროს ითვლის. დაშვებულ სიჩქარეს და +15 კმ/სთ თუ გადავაჭარბებთ, ჭკვიანი კამერები დაითვლის სიჩქარის საერთო მაჩვენებელს და დამრღვევი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 50 ლარით დაჯარიმდება, თუმცა ქულა არ აკლდება”, – განმარტავენ შსს-ში.   

ახალი ჭკვიანი კამერები თბილისში შემდეგ ქუჩებზე განთავსდა: 

1. მარშალ გელოვანის მოედნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირომდე, გიორგი სააკაძის 1-ელ შესახვევამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

2. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და სამტრედიის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

3. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და სამტრედიის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

4. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

5. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

6. მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთიდან მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).

7. მოსკოვის გამზირის N25-დან მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).

8. მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევიდან მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ)“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები