თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურებიან

დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურებიან. სერვისის მისაღებად მოქალაქეებმა პორტალი my.gov.ge უნდა გამოიყენონ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურებიან. სერვისის მისაღებად მოქალაქეებმა პორტალი my.gov.ge უნდა გამოიყენონ. ეს საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამსახურების გახსნის გამო ჯავშნის პირობებში ვერ ასწრებს იუსტიციის სახლში მოხვედრას, სერვისით ისარგებლოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც. ხუთენოვანი პორტალი my.gov.ge იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, თუმცა დავაკვირდებით, როგორი იქნება მოქალაქეების კმაყოფილების ხარისხი და თუ ეს სერვისი მოთხოვნადი იქნება, ამ ფორმატის პანდემიის დასრულების შემდეგ დატოვებაზეც ვიმსჯელებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები