თბილისის ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდება


თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 1 კვირით გახანგრძლივდება, შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი, 14-ის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბაგა-ბაღებში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.

სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში ჩატარდება გეგმიური სანიტარიული სამუშაოები, რომელიც მოიცავს დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაციას.

მსგავსი თემები