თბილისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ მატარებელი იმოძრავებს

თბილისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ მატარებელი იმოძრავებს. 

მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და „საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, ამოქმედდება კოპიტნარის რკინიგზის სადგური და იგი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაუკავშირდება.

„სულ არის 1,5 კმ მონაკვეთი. შატლები დახვდება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მიიყვანს „საქართველოს რკინიგზის“ განახლებულ სადგურამდე. ეს კიდევ ერთი, შედარებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენს ტურისტულ და სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას შეემატა. ის კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც განახლდება და ყალიბდება, როგორც დაბალბიუჯეტიანი, მსოფლიოშიც ცნობილი ავიაკომპანიებს ბაზრების ადგილი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები