თბილისიდან კიდევ ერთი ბავშვი დაიკარგა

11 წლის ელენე გიორბელიძეს ამ დრომდე ეძებენ. გოგონა სახლიდან დღეს დილით გავიდა, თუმცა მას მერე არავის უნახავს, მისი კვალი იკარგება. სამართალდამცველები შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებენ. დაკარგულის ოჯახის წევრები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ამ ეტაპისთვის, დაკარგულ ბავშვთან დაკავშირებით სიახლე არაფერია.

ერთ-ერთი ინფორმაციით, გოგონამ სახლიდან გასვლის წინ ოჯახთან გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა. ბავშვის ახლობლები ამბობენ,რომ დილით ბავშვი სკოლაში არც მისულა. ბავშვის ახლობლები წერილის არსებობას ადასტურებენ თუმცა, გოგონას დაწერილია თუ არა დადასტურებული არ არის.

ელენე გიორბელიძე მე-4-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

 

მსგავსი თემები